შსს - დევდორაკში, ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა - სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.
უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
“ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია,” - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნანახია: 78
მსგავსი სიახლეები
clickss