2026-09-24

11:30

რუსულმა ძალებმა კიევს ბალისტიკით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

24-09-2026 09:59

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის დასაწყისიდან კიევში ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით დარტყმების რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა, რამაც დედაქალაქში აფეთქებები და ნგრევა გამოიწვია. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დნეპროვსკის რაიონში, სადაც ნამსხვრევები კერძო სახლის ეზოში ჩავარდა, შენობა ნაწილობრივ განადგურდა და შესაძლოა, ადამიანები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი.

პოდილსკის რაიონში ნამსხვრევები სამედიცინო დაწესებულების მახლობლად მდებარე ავტოსადგომზე ჩამოვარდა. ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები