2026-09-21

11:38

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია

21-09-2026 09:54

ზაპოროჟიეში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ორი მრავალსართულიანი შენობა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სავაჭრო ცენტრი. ამჟამად ცნობილია, რომ დაშავებულია სულ მცირე ხუთი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდასხმა სავაჭრო ცენტრ “ინთრეიდზე” განხორციელდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც მასშტაბური ხანძრებია ასახული.

დარტყმის ადგილებში მუშაობენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი და სხვა შესაბამისი სამსახურები. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები