ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს..." - რას წერს მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ნათესავი?
16-09-2026 10:53
თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძე გუშინ დაკრძალეს.
მოკლული არასრულწლოვანის ნათესავი მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ბრალდებულის ადვოკატის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.
"უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩვენი დათუნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირადად თუ შორიდან გვაგრძნობინა თანადგომა და გაიზიარა ჩვენი ოჯახის უდიდესი ტკივილი თითოეული კომენტარი, მოწერილი თუ სხვა ფორმით გამოხატული ემოცია ვნახე და ბოდიშს გიხდით, რომ ინდივიდუალურად ვერ გიპასუხეთ. მართლა უდიდესი ძალა ჰქონია ასეთ დროს თანადგომას. მადლობა კიდევ ერთხელ.
რაც შეეხება დათოს მკვლელობის საქმეს - ერთი წამითაც არ იფიქროს ვინმემ, რომ შერჩება. ადვოკატის ნათქვამი რაღაცები მითხრეს, ვითომ მტკიცებულებების ნაკლებობაზე, და მინდა იცოდეს, რომ დაცვის მხარის ყველა სტრატეგია მაქვს გაანალიზებული და პასუხი ყველაზე ერთია: ვერ გამოძვრება! მშვიდობიანი ღამე ყველას" - წერს მხატვრიშვილი.
ნანახია: 105
მსგავსი სიახლეები
clickss