2026-09-11

12:19

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

11-09-2026 10:58

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ნიუ-იორკში დრონების განათებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები გამოსახეს.

მოგვიანებით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ნიუ-იორკში, 11 სექტემბრის მემორიალთან შეიკრიბებიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

11 სექტემბრის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაავრცელა.

„ოცდახუთი წლის წინ, 11 სექტემბრის საზარელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა, რაც თავად კაცობრიობაზე თავდასხმა იყო, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩვენს მსოფლიოზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამ სამწუხარო თარიღის წლისთავზე პატივს მივაგებთ მათ, ვინც ამ თავდასხმებს გადაურჩა და პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებმაც სიმამაცე და ჰუმანურობა გამოიჩინეს“, - განაცხადა გუტერეშმა.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ წევრებმა 4 კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებსა და პენტაგონს დააჯახეს. 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად აშშ-ში 2977 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები