2026-09-07

17:45

დიდ ბრიტანეთში 27 წლის საქართველოს მოქალაქეს Currys-ის მაღაზიებიდან 19,000 ფუნტის ტექნიკის ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

07-09-2026 15:49

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე Currys-ის ფი­ლი­ა­ლე­ბი­დან ელექტრო­ტექ­ნი­კას იპა­რავ­და. ჯამ­ში მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ 19 ათას ფუნტს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ერთ-ერთი შემ­თხვე­ვა უელ­სის ქა­ლაქ ჰა­ვერ­ფორდვეს­ტში მოხ­და. 23 მა­ისს იქ მდე­ბა­რე Currys-ის ფი­ლი­ა­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 525 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რეს.

სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, პა­ჭ­კო­რი­ას რვა სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ი­დან ქურ­დო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. საქ­მე თავ­და­პირ­ვე­ლად ლა­ნე­ლის მა­გის­ტრატ­თა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სას­ჯე­ლის და­სა­კის­რებ­ლად სუ­ონ­სის კრა­უნ-კორ­ტში გა­და­ვი­და.

რა მო­ი­პა­რა ქარ­თველ­მა?

სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 14-დან 23 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მოხ­და.

მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფი­ლი­ა­ლის ქა­ლა­ქე­ბი­დან ასე­თი იყო:

  • ტორ­ქუ­ე­ში - £1 812.81
  • პენ­ზან­სში - £1 169
  • ტრუ­ში - £1 000-ზე მეტი
  • პლი­მუთ­ში - £179.96
  • ბარნსტე­იპლში - £4 300
  • პლი­მუთ­ში - £807.91
  • კარ­მარ­თენ­ში - £7 664.78
  • ჰა­ვერ­ფორდვეს­ტში - £1 525

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ჰა­ვერ­ფორდვეს­ტის შემ­თხვე­ვა უფრო ფარ­თო სე­რი­ის ნა­წი­ლი იყო, რო­მე­ლიც უელ­სი­სა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ინ­გლი­სის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს მო­ი­ცავ­და.

"მოქ­მე­დებ­და ორ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად"

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია მარ­ტო არ მოქ­მე­დებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ის კი­დევ ორ პირ­თან ერ­თად გა­და­ად­გილ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და Currys-ის ფი­ლი­ა­ლებ­ში ნივ­თებს იპა­რავ­და.

საქ­მის გან­ხილ­ვი­სას ით­ქვა, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი მა­ღა­ზი­ა­ში გა­მო­ფე­ნილ ტექ­ნი­კას მავ­თუ­ლის საჭ­რე­ლე­ბით ხსნიდ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მიზ­ნე ნივ­თებს შო­რის იყო ლეპ­ტო­პე­ბი, პლან­შე­ტე­ბი, დი­ნა­მი­კე­ბი და კა­მე­რე­ბი.

20 თვით პა­ტიმ­რო­ბა და Currys-ის მა­ღა­ზი­ებ­ში შეს­ვლის 10-წლი­ა­ნი აკ­რძალ­ვა

სუ­ონ­სის კრა­უნ-კორ­ტმა ილია პა­ჭ­კო­რია რვა ქურ­დო­ბის ეპი­ზოდ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის შემ­დეგ 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

საქ­მის გან­მხილ­ველ­მა მო­სა­მარ­თლემ, ჰიუ რიზ­მა, ასე­ვე და­ა­წე­სა და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვა - პა­ჭ­კო­რი­ას 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­გლი­სი­სა და უელ­სის მას­შტა­ბით Currys-ის ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლა.

ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ტიმ­რო­ბის ნა­წი­ლი უკვე მოხ­დი­ლად ჩა­ეთ­ვლე­ბა იმ დრო­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მან და­კა­ვე­ბის შემ­დეგ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რა.

წარ­სულ­ში მას უკვე ჰქონ­და სას­ჯე­ლი

სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, რომ ახა­ლი ქურ­დო­ბე­ბით პა­ჭ­კო­რი­ამ და­არ­ღვია 2025 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც ქურ­დო­ბი­სა და ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბო­და.

ამ გა­რე­მო­ე­ბამ, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და მას­შტაბ­თან ერ­თად, გავ­ლე­ნა იქო­ნია სა­ბო­ლოო სას­ჯელ­ზე.

რას ამ­ბობ­და დაც­ვის მხა­რე?

პა­ჭ­კო­რი­ას ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ ჩა­ვი­და და ქვე­ყა­ნა­ში ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

დაც­ვის მხა­რე ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას­ზე გავ­ლე­ნას სხვა პი­რე­ბი ახ­დენ­დნენ და გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­თან აღ­მოჩ­ნდა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, პა­ჭ­კო­რი­ას ჰქონ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დი, უჭირ­და ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­მაც იმოქ­მე­და მას­ზე. დაც­ვის მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და და და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თვის სა­ნაც­ვლოდ ნარ­კო­ტი­კებს იღებ­და.

ად­ვო­კატ­მა სა­სა­მარ­თლოს უთხრა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩა­დე­ნილს ნა­ნობს.

პო­ლი­ცი­ამ მისი ფოტო გა­ავ­რცე­ლა

საქ­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ილია პა­ჭ­კო­რი­ას ფოტო გა­ავ­რცე­ლა. მისი სუ­რა­თი ბრი­ტა­ნულ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა გა­მო­ცე­მებ­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს საქ­მის შე­სა­ხებ მა­სა­ლებ­თან ერ­თად.

პა­ჭ­კო­რი­ას საქ­მე ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს სა­ჯა­რო ჩა­ნა­წე­რებ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა. 2026 წლის ივ­ნის­ში ის ლა­ნე­ლის სა­სა­მარ­თლო­ში მა­ღა­ზი­ი­დან ქურ­დო­ბის რვა ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­დგა.

სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე სუ­ონ­სის კრა­უნ-კორ­ტში გაგ­რძელ­და, სა­დაც მას 20-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და Currys-ის მა­ღა­ზი­ებ­ში შეს­ვლის 10-წლი­ა­ნი აკ­რძალ­ვა და­ე­კის­რა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები