2026-09-06

12:55

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა - შენ ვინც გურის ამბავი 12 წელი მალე... თუ იცი, რომ ცოცხლად დამმარხე... სული გამიმწარე და გამანადგურე. გპატიობ, დამიბრუნე ჩემი შვილი. გევედრები...

06-09-2026 10:47
შენ ვინც გურის ამბავი 12 წელი მალე... თუ იცი, რომ ცოცხლად დამმარხე. თუ გრძნობ, რომ სული გამიმწარე და გამანადგურე. გპატიობ, დამიბრუნე ჩემი შვილი. გევედრები... დამიბრუნე გთხოვ.“ - წერს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
საქმე ეხება 2014 წელს გაუჩინარებულ 17 წლის გურამ დადიანიძეს. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს. 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ - ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა. დედის თქმით, ჯგუფი თბილისში ჩავიდა, მათ დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან. დედის ვერსიით, ექსკურსიაზე მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა. სოფიო ბიბილაშვილმა ამ ყველაფერზე გადაცემაში „შენი ამბავი” თაიასთან ისაუბრა. ქალის თქმით ახლა მისი ერთადერთი სურვილია, შვილის ნეშტი მაინც იპოვოს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები