ოდესაში რუსეთის დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა
03-09-2026 10:17
რუსებმა ოდესაში მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვი.
„მტერმა ოდესაზე თავდასხმა განახორციელა. 21-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მე-10 სართულიდან მე-17 სართულამდე არსებული ბინები დაზიანდა“, - აღნიშნა ლისაკმა.
ლისაკის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დაშავებულებს დახმარებას უწევენ.
ნანახია: 55
მსგავსი სიახლეები
clickss