აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს
28-08-2026 12:18
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.
აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც „ნიუსე დეი საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნანახია: 196
მსგავსი სიახლეები
clickss