2026-08-26

17:40

მარიამს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან და მის ჩამოშორებას ცდილობდა - რას ამბობს ადვოკატი გოგონაზე, რომელიც ავჭალაში, გაუქმებული ხიდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

26-08-2026 15:26

ავ­ჭა­ლა­ში, შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის გა­უქ­მე­ბუ­ლი ხი­დი­დან 17 წლის მა­რი­ამ ლო­მიშ­ვი­ლის გა­და­ვარ­დნის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ოჯახს კი­თხვე­ბი აქვს.

  • რო­გორც ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, "იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­დე­ბა, რომ 17 წლის გო­გო­ნამ ხი­დი­დან გა­და­ვარ­დნით სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, კი­თხვე­ბი მის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ექ­ნე­ბათ, რო­მელ­თა­ნაც მა­რი­ამ ლო­მიშ­ვი­ლი და­შო­რე­ბას ცდი­ლობ­და“.

შემ­თხვე­ვა ავ­ჭა­ლის ხიდ­თან გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და, ამ წუ­თებ­ში კი ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ზუს­ტად არ ვი­ცით, რა მოხ­და, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ძი­ე­ბას და­ვე­ლო­დე­ბით. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და.

მა­რი­ა­მი სახ­ლი­დან გუ­შინ სა­ღა­მოს გა­ვი­და. დე­ი­დას უთხრა, რომ სა­სე­ირ­ნოდ მი­დი­ო­და და მალე მო­ვი­დო­და. არა­ნა­ირ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნა, არა­ნა­ი­რი ნი­შა­ნი არ იყო იმი­სა, რომ სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნო­და თვით­მკვლე­ლო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა სი­ცო­ცხლე, მსგავ­სი არა­ფე­რი იყო. ან უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა ან და­ნა­შა­უ­ლი, მე თვით­მკვლე­ლო­ბას ვერ გან­ვი­ხი­ლავ.

მა­რი­ა­მი სახ­ლი­დან ვის­თან ერ­თად გა­ვი­და არ ვიცი, ამა­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ის 17 წლის იყო. თუკი დად­გინ­და, რომ თვით­მკვლე­ლო­ბაა, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის სა­კი­თხზე ვის­თან უნდა გვქონ­დეს კი­თხვე­ბი ვი­ცით - კი­თხვე­ბი გვექ­ნე­ბა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მი­მართ.

დად­გინ­დე­ბა, რომ ეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნაა და ეს თვით­მკვლე­ლო­ბა იყო, ერ­თა­დერ­თი კი­თხვე­ბი არის მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მი­მართ, რო­მელ­თან და­შო­რე­ბა­საც ცდი­ლობ­და მა­რი­ა­მი და ის ბიჭი თავს არ ანე­ბებ­და, ეს იყო ფაქ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, იყო თუ არა მა­რი­ა­მი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ან სხვა სა­ხის სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, და­ახ­ლო­ე­ბით, ალ­ბათ. გა­მო­ძი­ე­ბას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ და ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნანა ფარ­ჩუ­კაშ­ვილ­მა.

 

წყარო: ambebi.ge

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები