2026-08-22

17:51

დილით ადრე ვნახე დედა , ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით … ეკა ბესელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

22-08-2026 15:12

დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მე 15 დღე…

დილით ადრე ვნახე დედა , ისევ ძილშია… ხელოვნური სუნთქვის დახმარებით … 

სიცხე არ ქონდა, პარამეტრები გაუარესებული არაა და ყოველი შემდეგი  დღე გამარჯვებაა…

 

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც გვეხმარება .

 

გუშინ ვახტანგ კალოიანმა  ინახულა დედა  და მადლობელი ვარ ძალიან

 

მთავარი რაც გვითხრა , რაც კეთდება ყველაფერი საჭიროა და წინ გრძელი ( რთული)  გზა გვაქვს გასავლელი  

 

ციხეში მყოფმა  გიორგი ჩიკვაიძემ სქიმ იღუმენია სერაფიმას ნაჩუქარი ფსკვნილი გამომიგზავნა გუშინ , რომ დროებით ჩემთან იყოს 

 

გიორგის დედა ეკა  წერეთელი არ ვიცი უკვე რამდენჯერ მოვიდა 

 

ირაკლი პაპიაშვილის  საოცარი დედაც 

 

 მარეზი კობახიძე რომ დავინახე არ ვიცი გული მომეწურა … არც ვიცოდი ისე მოგვაკითხა საავადმყოფოში  

 

ცალკე ისტორიაა სამთავროს მონასტრის თანადგომა 

 

მეგობრებზე აქ არ ვწერ , ცალკე მოვიცლი ….

 

ლოცვები ათონიდან  საქართველომდე …

 

ყველაფერს ვერ ვწერ … ეტაპობრივად შევძლებ , მაგრამ მადლიერება არ მტოვებს …

 

არაფერი იკარგება ამ სამყაროში და მჯერა შევძლებ ყველას გითხრათ მადლობა 

 

ახლა მთელი ჩემი ენერგია დედასკენ მაქვს მიმართული და მას ჭირდება . აქამდე სულ უპირობო სიყვარულით ჩემს გვერდით იდგა …

 

მჯერა დაგვიბრუნდება უფლის შეწევნით, 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები