2026-08-14

15:32

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14-08-2026 12:44

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისთვის დაწყებული ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა, საომარ მოქმედებებს კი 5 000-მდე მებრძოლი შეეწირა.

ასეულობით პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს დილიდან ყვავილებით ამკობენ, მოქალაქეები და ომის ვეტერანები.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები