2026-08-13

17:56

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული

13-08-2026 17:14

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებად კატალოგს აქვეყნებს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის 30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევაა აღრიცხული.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, დასახელებულ საქმეებში „ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან მთავრობის 42 წევრი, 58 დეპუტატი, 20 მოსამართლე და მუნიციპალური დონის 81 მაღალჩინოსანი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანია ბოლო წლებში გამოვლენილი დარღვევების სისტემატიზებული შეგროვება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს ამ საქმეებს და დაინახოს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის რეალური მასშტაბი.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები