2026-08-08

12:41

ეკა კუპატაძე - "იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა

08-08-2026 10:49

"თუ გიგა იყო პე­დო­ფი­ლი, 28 წლის და 8 თვის მან­ძილ­ზე, მი­ნი­მუმ ერთჯერ უნდა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, მა­შინ როცა 8 წელი ამ­ზა­დებ­და მოს­წავ­ლე­ებს!", - ამის შე­სა­ხებ გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

კუ­პა­ტა­ძე ითხოვს, იპო­ვონ ერთი გო­გო­ნა, ვი­საც გიგა სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­და.

"ეს არის, პირ­ვე­ლი, ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჩემ­გან ამ 10 თვის მან­ძილ­ზე, ამი­ტომ კი­დევ ერთხელ გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ გა­ზი­ა­რე­ბა­ში.

არ გა­მო­უ­ვი­დათ მკვლე­ლო­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბა.

ახლა და­ი­წყეს:

- უი, ეს ბიჭი მარ­თლა პე­დო­ფი­ლი ყო­ფი­ლა.

თუ გიგა იყო პე­დო­ფი­ლი, 28 წლის და 8 თვის მან­ძილ­ზე, მი­ნი­მუმ ერთჯერ უნდა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, მა­შინ როცა 8 წელი ამ­ზა­დებ­და მოს­წავ­ლე­ებს!

ამი­ტომ ჩემი მო­თხოვ­ნა:

1) იპო­ვონ ერთი გო­გო­ნა, ვი­საც გიგა სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­და, ოღონდ უნდა და­ამ­ტკი­ცოს, რომ გი­გას იც­ნობ­და და და­ვი­ჯე­რებთ, რომ 2-3 გაკ­ვე­თილ­ში ნი­ა­ზეც შე­აფ­რი­ნა!

2) თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ასე­თი გო­გო­ნა, 10 000 ლარს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ხალ­ხოდ გა­დავ­ცემ.

ეს არის თან­ხა, რო­მე­ლიც გი­გამ 1 ოქ­ტომ­ბერს, მკვლე­ლო­ბის დღეს, შე­ი­ტა­ნა ანა­ბარ­ზე.

3) თუ არ გა­მოჩ­ნდე­ბა ასე­თი გო­გო­ნა, ყვე­ლას, ვი­მე­ო­რებ, ყვე­ე­ე­ე­ლას, თუნ­დაც ირი­ბად გა­დაკ­რუ­ლი პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რი ეწე­როს, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­გე­ბი­ნებ პა­სუხს!

P.S. თა­ნა­მებ­რძოლ­ნო, გთხოვთ, ჩა­მი­ყა­რეთ ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი პი­რად­ში, სა­დაც წა­ა­წყდე­ბით გი­გას­გან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ თუნ­დაც გა­დაკ­რულ ში­ნა­არსს“, - წერს კუ­პა­ტა­ძე.

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ქე­თე­ვან სო­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, შე­ვიწ­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნია იმ­ნა­ძემ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და მშობ­ლებს, კლა­სის დამ­რი­გე­ბელს , ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ვე­რა­ფერს იტყვის, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლო­ბას, რად­გან “არ არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იმი­სა, რომ ვინ­მემ ვინ­მე შე­ა­ვიწ­რო­ვა“. ქე­თე­ვან სო­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ნია იმ­ნა­ძემ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბით ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში წა­ა­ქე­ზა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები