2026-08-08

12:13

რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს - დაიღუპა სამი ადამიანი

08-08-2026 10:14

2026 წლის 8 აგვისტოს ღამეს, რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა დააზიანა საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობები და ავტომობილები, ხოლო არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

მომხდარი ფაქტი კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები