უცხოელი ექსპერტები თბილისში - ფილტვის კიბოს მკურნალობის უახლესი საერთაშორისო გამოცდილება ქართველი ექიმებისთვის
თანამედროვე ჯანდაცვაში ინოვაცია მხოლოდ ახალი მედიკამენტები და ტექნოლოგიები აღარ არის ის იწყება ადამიანებით — ექიმებით, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს პაციენტების სიცოცხლისთვის. ამიტომ ის ექიმების უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებასაც მოიცავს.სწორედ, ამ მიმართულებით საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია „როშიმ“ საქართველოში დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი NGS (Next GenSpecialists), რომელიც ახალგაზრდა ექიმების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
საგანმანათლებლო პლატფორმის ფარგლებში უკვე ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას პასუხობდა, რომელიც პროგრამის NGS-ის ოფიციალური წარდგენისას თავად მონაწილეებმა გამოკვეთეს, რაც კვლევითი საქმიანობის, სამეცნიერო წერისა და აკადემიური განვითარების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას მოიცავს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 11 ივლისს გაიმართა და რომელიც თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას - ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას დაეთმო.
კონფერენციის ფარგლებში ქართველ ონკოლოგებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებიგააცნო დიდი ბრიტანეთის წმინდა ჯორჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (NHS Foundation Trust) კონსულტანტმა სამედიცინო ონკოლოგმა ტ. ბენეპალიმ, რომელიც ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტია მსოფლიოში.
მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელი სამედიცინო ონკოლოგის მონაწილეობით ორი სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო. დღის პირველ სესიაზეგანხილული იყო იმუნოთერაპიის თანამედროვე მიდგომები და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა ფილტვის მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მართვაში. დამსწრე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ახალგაზრდა კლინიკური ონკოლოგები და რეზიდენტები.
დღის მეორე კონფერენცია სახელწოდებით „სიზუსტე და ძალა: ფილტვის კიბოს კომპლექსური შემთხვევების ნავიგაცია“ დაეთმო საერთაშორისო კლინიკური კვლევების შედეგებს, რეალურ კლინიკურ შემთხვევებსა და კომპლექსური პაციენტების მართვის თანამედროვე სტრატეგიებს. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ონკოლოგმა ტ. ბენეპალისერთად ქ. მოსტარის საუნივერსიტეტო კლინიკური ცენტრი პროფესორმა და ონკოლოგიური კლინიკისხელმძღვანელმა ი. მარიჟანოვიჩმა მოწვეულ ახალგაზრდა ექიმება საერთაშორისო გამოცდილებადა სხვა კლინიკური შემთხვევები გაუზიარა.
დასასრულს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული დისკუსია გაიმართა.
კონფერენცია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო და პროფესიული პალტფორმის NGS-ის ფარგლებში მოეწყო, რაც ქართველ სპეციალისტებისთვის მსოფლიო დონის ექსპერტებთან პირდაპირი გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის მიდგომების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge
ნანახია: 8
მსგავსი სიახლეები
clickss