ლვოვზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა
რუსული ძალების მიერ ლვოვზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები და სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
როგორც ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, დაშავებულთაგან 14 ადამიანი, მათ შორის ერთი მაშველი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. კოზიცკის თქმით, ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩებიან ადამიანები.
ლვოვის მერის, ანდრიი სადოვის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია პატონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები მაშველებს ნანგრევების გაწმენდაში ეხმარებიან.
ნანახია: 78
მსგავსი სიახლეები
clickss