2026-06-23

16:34

26 ივნისს მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა „გაცვლა 2026“ გაიმართება

23-06-2026 13:53

26 ივნისს, 19:00 საათზე, „კომბინატის სივრცეში (მის: მოსკოვის გამზირი #13), სოციალური საწარმოსადგურისინიციატივითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში რიგით მეორე  მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა გაცვლა 2026 გაიმართება. „გაცვლა 2026“-ის პარტნიორები არიან: ლუდი “ქარვა”, „სოკარი”, “სანდორა” და “თიბისი დაზღვევა”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხარდამჭერი კომპანიების გამოუსადეგარი მასალებისგან სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მათი მიმდინარე კამპანიების გზავნილებს ახალი ფორმით წარმოაჩენს და იდეებისა და ბრენდის მესიჯების ახალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

გამოფენის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ნივთები არ უნდა დარჩეს დროებითობის ჩარჩოში. მათ შეუძლიათ ახალი ფორმით, ახალი დანიშნულებითა და ახალი მნიშვნელობით გააგრძელონ არსებობა. პროექტის მთავარი  მიზანია, ჩართულ კომპანიებთან ერთად საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნივთის ღირებულება მისი პირველადი დანიშნულების ამოწურვით არ სრულდება და მას ახალი ფუნქციის, ახალი მნიშვნელობისა და ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია - ახალი ფორმით, ფუნქციითა და მნიშვნელობით განაგრძოს არსებობა.

გამოფენა კლასიკური მუსიკის თანხლებით გაიხსნება. მშვიდ და შემოქმედებით გარემოში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თითოეული ექსპონატის ისტორიას, ჩაერთონ ინტერაქციულ აქტივობებში და მოისმინონ ჩართული კომპანიების წარმომადგენლების ხედვები მდგრადი ტრანსფორმაციისა და ინიციატივაში მათი მონაწილეობის შესახებ.

საღამოს განმავლობაში სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ინსტალაციების გათამაშებაში და თავად გახდნენ ერთ-ერთი ნამუშევრის მფლობელები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდება კომბინატის ტერასაზე, ნეთვორქინგის სივრცეში.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

(R)

 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები