14 ივნისს, შატო ვარციხე „ნატახტართან“ ერთად „იმერულ დოღს“ უმასპინძლებს
14 ივნისს, „შატო ვარციხე“, ლუდი და ლიმონათი „ნატახტარის“ პარტნიორობით, ტრადიციულ „იმერულ დოღს“ უმასპინძლებს. ღონისძიება სპორტულ აზარტს, ცოცხალ მუსიკას, გემრიელ კერძებს, ნამდვილ ქართულ ლუდს და ლიმონათს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ. დოღზე დასწრება თავისუფალია. შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დოღის მონაწილეებს ფულადი პრიზები და სპეციალური საჩუქრებიც ელოდებათ. რეგისტრაცია ღონისძიების დღეს, 14:00 საათიდან დაიწყება,ხოლო დოღის მთავარი სანახაობა - 15:00 საათიდან. წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის შევსებით:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfIUrtLyM9uCp.../viewform
დღის მთავარი სპორტული სანახაობის დასრულების შემდეგ, “შატო ვარციხის” საჯინიბოს მიმდებარე ტერიტორიაზე After Party გაიმართება. სტუმრების წინაშე წარდგებიან ნოდარიკო ხუციშვილი და მისი ბენდი, ხოლო საღამოს მუსიკალურ ნაწილს გუგა ხელაია გააგრძელებს. After Party-ის ბილეთების შესაძენად დაუკავშირდით „შატო ვარციხის“ ფეისბუქ გვერდს.
ნანახია: 27
მსგავსი სიახლეები
clickss