კახა კალაძე - თუკი ვინმეს შეიძლება უწოდო მოღალატე, ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემჩნეულები არიან ტყუილ საქმიანობაში ქვეყანასთან მიმართებით
ენჯეოები საქართველოს წინააღმდეგ - არასამთავრობოები ამჯერად, ხელისუფლების მხრიდან, ორმაგი სტანდარტისა და არასამართლიანი მოპყრობის კრიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი" და "თბილისი პრაიდი" - ეს იმ ორგანიზაციების ნაწილია, რომლებიც საერთო განცხადებას ხელს აწერენ. ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული სხვა ენჯეო ლიდერები, მიმართვაში, აქცენტს ამერიკის შეერთებულ შტატებზეც აკეთებენ, ეს მაშინ, როდესაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვა აქტიურად მიმდინარეობს.
NGO-ების განცხადებას თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, მათ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და ქვეყნის მოღალატეები არიან:
"ჩვენ ხომ ვიცით, როგორ იქმნებოდა აღნიშნული ქსელი. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ქვეყანაში, რომ ამ ტიპის ორგანიზაციები შექმნილიყო. ჩვეულებრივად ნომრიანი აგენტები არიან. ყველაფერი გაშიფრულია და ყველაფერი იცის საზოგადოებამ ვინ ვინ არის. გიგაურები და ა.შ. რას წარმოადგენენ, რა არის მათი წარსული, რა დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით. ჩვეულებრივად უცხო ქვეყნის და კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამტარებლები. საერთოდ ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხვედრა, არანაირი კავშირი არ ჰქონიათ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. თუკი ვინმეს შეიძლება უწოდო თუ როგორი უნდა იყოს მოღალატე, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემჩნეულები არიან ტყუილ საქმიანობაში ქვეყანასთან მიმართებით,"- აცხადებს თბილისის მერი, კახა კალაძე.
ნანახია: 24
მსგავსი სიახლეები
clickss