ეკა კუპატაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ყველა დავსვა საბრალდებო სკამზე, ყველამ მოისმინოს მაქსიმალური სასჯელი და არავის შეეხოს ამნისტია
04-06-2026 13:17
ყველაფერს გავაკეთებ, რათა ყველა დავსვა საბრალდებო სკამზე, ყველამ მოისმინოს მაქსიმალური სასჯელი და არავის შეეხოს ამნისტია , - წერს სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე
მოგესალმები საქართველოვ!
მაპატიეთ, სასამართლოს შემდეგ ჩემი თავშეუკავებელი ემოციისთვის, მაგრამ დემეტრე ჩიქოვანის დედას ვუყვირე სასამართლოს ეზოში, რადგან პროტესტის ნიშნად, სასამართლოს დარბაზიდან, ხრიგინით გავარდა. ბრაზი გამომყვა, ისედაც ემოციურად მძიმედ ვიყავი და ვერ ავიყვანე თავი ხელში.
ორი დღეა ვკითხულობ თქვენს კომენტარებს და მალამოდ მედება თქვენი თანაგრძნობა-თანაბრძოლა.
პოსტს ვწერ იმისთვის, რომ პასუხი გავცე კითხვას, რომელიც გაქვთ ყველას:
—როდის იჭერენ ნია იმნაძეს?
ჩემი პასუხი:
—არ ვიცი, მეც სოციალური ქსელებით ვიგებ დაჭერის ამბებს.
დემეტრე კასრაძის და ირაკლი სულაბერიძის დაჭერა ჟურნალისტმა გამაგებინა.
მართალია, აქტიურად ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, მაგრამ დაჭერის თემებს, — არც პიროვნებებს და არც აყვანის დროს, — მე არ მითანხმებს.
ასე, რომ შესაძლოა დაიჭირონ დღეს, ან სულაც ორი კვირის შემდეგ.
მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ:
მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!
აუცილებლად შევძლებ ვიცოცხლო მანამ, სანამ ყველა, კანონის მთელი სიმკაცრით არ აგებს პასუხს!
ყველაფერს გავაკეთებ, რათა ყველა დავსვა საბრალდებო სკამზე, ყველამ მოისმინოს მაქსიმალური სასჯელი და არავის შეეხოს ამნისტია!!!
მოვძლიერდი და თავგანწირული ბრძოლისთვის, მაქვს სრული მზაობა!!!! - წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.
ნანახია: 28
მსგავსი სიახლეები
clickss