ირაკლი კობახიძე - გამოვიდნენ ჯო უილსონი, ეკა გიგაური და საუბრობდნენ, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს
ამოვიდა ჯო უილსონი, გამოვიდა ეკა გიგაური და საუბრობდნენ იმაზე, თითქოს საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთივს, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი.
„რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ირანთან არის შემდეგი – ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი. ასეთ დროს ეს სამარცხვინო ხალხი გამოდის და საუბრობს, თითქოს საქართველო ეხმარება ირანს სანქციების გვერდის ავლაში. ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნანახია: 28
მსგავსი სიახლეები
clickss