აშშ-ის სარეგულაციო სააგენტო სკოლებისთვის $3 მილიარდიანი ინტერნეტ-სუბსიდიის გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია (FCC) სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის განკუთვნილი, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ყოველწლიური ინტერნეტ-სუბსიდირების პროგრამის (E-Rate) რეფორმირებას ან სრულ გაუქმებას განიხილავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივის მიზეზი ბავშვებში ეკრანებთან ჭარბი დროის გატარებით გამოწვეული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მზარდი შეშფოთება და ციფრული დამოკიდებულებაა.
კომისიამ უკვე მოამზადა ახალი წინადადება, რომელსაც კენჭს 25 ივნისს უყრიან [1]. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს თითქმის 30 წლის წინ შექმნილი პროგრამის ხელახალ შეფასებას, რათა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ის თანამედროვე ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარების ინტერესებს.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამამ თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საგანმანათლებლო დაწესებულებების გაციფრულებაში, ამჟამად აუცილებელია ბალანსის პოვნა ტექნოლოგიების გამოყენებასა და მოზარდთა ფსიქო-ემოციურ უსაფრთხოებას შორის.
ნანახია: 82
მსგავსი სიახლეები
clickss