2026-06-01

15:19

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

01-06-2026 13:23

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ საქართველოში დენგეს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩხაიძის თქმით, ინფექცია გასულ კვირას ერთ პირს აღმოაჩნდა, თუმცა სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

დენგეს ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის, მისი საინკუბაციო პერიოდი 5-15 დღეა და ხასიათდება მწვავე შემცივნებით, 39-41°C-მდე სიცხით, ასევე თავის, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილით

რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში მისი შემთხვევები არ ფიქსირდება და გავრცელების რისკი არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები