2026-04-10

17:55

პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას

10-04-2026 14:47

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. 

პოლონური მედია წერს, რომ ძებნაშია ბავშვის მამა, რომელიც ქართველია. ამასთან, დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. 

პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 5 თვის ბიჭი საავადმყოფოში პარასკევს შეიყვანეს. მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.

ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი: ბავშვის დედა და ორი კაცი, მოლდოვის მოქალაქეები.

გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად იმყოფებოდა, ბავშვი კი მამასთან ერთად და ორ ნაცნობ კაცთან ერთად - სახლში დატოვა. 

მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად და წინასწარი შეთანხმებით, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მიუხედავად, მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მუხლით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები