2026-04-07

15:23

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

07-04-2026 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, - ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები