2026-03-27

13:34

ირაკლი კობახიძე - ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ, ქართული ფულადი ერთეულის, ლარისადმი, რწმენა განამტკიცა, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს

27-03-2026 10:18

ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ ქართული ფულადი ერთეულის, ლარისადმი რწმენა განამტკიცა, რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ლარშია, ეს კი „ასე არ იყო 2025 წელს“.

„ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; აქტივების ხარისხიც მაღალი რჩება, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

ეს წინსვლა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც აისახება, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული. ამჟამად, ერთ-ერთი წამყვანი ქართული ბანკი შეუერთდა ფასიანი ქაღალდების FTSE (ანუ Financial Times Stock Exchange) ინდექსის პირველ ასეულს, რომელშიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული 100 უმსხვილესი კომპანია შედის. ამავდროულად, საშუალო ზომის ბანკებიც გამართულად მუშაობენ და ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ მომხმარებლებს.

ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან”.

მისივე თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია.

„დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს მატებას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან. ამას აძლიერებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უწყვეტი ძალისხმევა კონკურენციის ხელშეწყობის, ინოვაციების წახალისებისა და ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია; ის მჭიდროდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ის ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი მოთამაშეებისთვის ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და ფინანსურ სტაბილურობას იცავს.

ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზირების ფორმატების ფართო სპექტრი შემოიღო, რაც მიზნად ისახავს ინოვაციების მხარდაჭერას და ფინანსური მომსახურების გაფართოებას. მათ შორისაა მიკრობანკის ჩარჩო და ციფრული ბანკების ლიცენზირება. გარდა ამისა, შეიქმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის განკუთვნილი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებითვე, საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება.

„საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება. იზრდება ინტერესი როგორც სახელმწიფო, ისე კორპორატიული ობლიგაციების მიმართ, რაც ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ერთად, ეს ძალისხმევა აყალიბებს უფრო დინამიკურ, კონკურენტუნარიან და მომავალზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემას, ხსნის ახალ შესაძლებლობებს ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის.

საქართველო რჩება ღია ეკონომიკად, მზად არის, გააღრმაოს კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია პრაქტიკულ გზებს შემოგთავაზებთ და საბანკო სექტორის სამომავლო გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები