2026-03-20

13:32

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანი დასუსტებულია და ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს

20-03-2026 10:14

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ოპერაციის დაწყებიდან 20 დღის შემდეგ ირანს აღარ აქვს ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა. მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს ამ შესაძლებლობების სრულ განადგურებას.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ შესაძლებლობების განადგურებას. ჩვენ მათ მტვრად, ფერფლად ვაქცევთ. ირანი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა, ისრაელი კი რეგიონული ძალაა და ზოგი იტყოდა, რომ მსოფლიო ძალაა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

პრემიერის თქმით, ოპერაციის ფარგლებში უკვე განადგურებულია ირანის რაკეტებისა და ბირთვული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს იმ საწარმოების განეიტრალება, რომლებიც რაკეტებისა და ბირთვული პროგრამისთვის კომპონენტებს აწარმოებენ.

 

ნეთანიაჰუმ ასევე მიანიშნა, რომ ისრაელი გააგრძელებს ირანის ლიდერების მიზანში ამოღებას.

 

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეცვლის მათ - ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შემადგენლობაში ცვლილებები ძალიან ხანმოკლე იყოს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

 

მისივე თქმით, ისრაელი ქმნის პირობებს ირანში რეჟიმის ცვლილებისთვის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ირანელ ხალხზეა დამოკიდებული.

 

„დიახ, რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს. გარანტირებულია ეს? არა და საბოლოოდ, ირანელ ხალხზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ის პირობები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით რეჟიმის დასუსტების მიზნით“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები