2026-03-19

13:23

"თურქი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს" - ერდოღანის სამძიმრის წერილი ირაკლი კობახიძეს

19-03-2026 09:50

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

"პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს", - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები