2026-03-09

15:59

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

09-03-2026 11:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისგან 49 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები