2026-03-06

14:16

დონალდ ტრამპი - "ირანს აღარც საჰაერო ძალები აქვს და აღარც საჰაერო თავდაცვა"

06-03-2026 09:58

"ირანს აღარც საჰაერო ძალები აქვს და აღარც საჰაერო თავდაცვა" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, შტატები და ისრაელი გაერთიანებული ძალებით ანადგურებენ ირანის სამხედრო ძალებს და ირანული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს დანებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მათ მოკავშირეებთან გაერთიანებული ძალებით საკმაოდ დიდ შედეგს მიაღწიეს, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მოქმედებას და ღმერთის ნებით, ერთობლივად შევასრულებთ ჩვენს მისიებს", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

"ირანი ელოდება და მზადაა, წინ აღუდგეს აშშ-ის სამხედროების ნებისმიერ სახმელეთო შემოჭრას. ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნა არ არსებობს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია მათთან დაპირისპირება და ეს მათთვის დიდი კატასტროფა იქნება", - ამის შესახებ კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.

ამავე დროს აზერბაიჯანზე ირანის მხრიდან თავდასხმას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირანი ომის ექსპლუატატორად მოიხსენია ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში. კაია კალასის თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში განურჩევლად ყველა ქვეყანაზე თავდასხმით კონფლიქტის ესკალაციას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები