$5 მლნ-ის ბონდები, გასესხებული $7.5 მლნ და ₾3 მლნ ანგარიშზე - რა ქონებას ფლობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს თოთლაძემ მინისტრის მოადგილის პოსტზე 101,403 ლარის ხელფასი მიიღო, რაც წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო.
მთლიანობაში თოთლაძემ პერიოდის განმავლობაში 1.2 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების საპროცენტო სარგებლიდან, მათ შორის ობლიგაციებიდან და გაცემული სესხებიდან. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, მას გაცემული აქვს 7.5 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხები, ხოლო მისი ფასიანი ქაღალდების მოცულობა 4.9 მილიონ დოლარს აღწევს.
თოთლაძის ქონების უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია მის ოჯახთან, რადგან ის პატარკაციშვილების ოჯახის წევრია. დეკლარაციაში ასევე წარმოდგენილია მისი მეუღლის, ავთანდილ ცქვიტინიძის ბიზნესები და აქტივები. გარდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტისა, თოთლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, სადაც მისი შემოსავალი 1929 ლარს შეადგენდა. თოთლაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს 2014 წლიდან იკავებს, იქამდე კი 2002-2013 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, თსუ-ში კი 2004 წლიდან არის მოწვეული პროფესორი.
ქონებრივ დეკლარაციაში ასახულია, რომ თოთლაძემ 2024 წელს შვილს 844,930 ევრო გადაურიცხა, ამასთან მან მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მშობლებისგან. დეკლარაციის თანახმად, თოთლაძე ფლობს არაერთ უძრავ ქონებას, მათ შორის:
- ბინა — 110 კვ.მ ნაფარეულის ქ., თბილისი — ჩუქება, 2005 წ.
- ბინა — 110 კვ.მ — ილია ჭავჭავაძის გამზ. N52, თბილისი — ნასყიდობა, 2011 წ. — 100,000 USD
- არასაცხოვრებელი ფართი — 120.4 კვ.მ — ილია ჭავჭავაძის გამზ. N52, თბილისი — ნასყიდობა, 2011 წ. — 110,000 USD
- მიწის ნაკვეთი 1,267 კვ.მ (7 ნაგებობით) — საბადურის ქ. N14, თბილისი — ნასყიდობა, 2011 წ. — 380,000 USD
- მშენებარე ბინა — 231.24 კვ.მ — კრწანისის ქ. N47ბ, კორპ. 23, თბილისი — ნასყიდობა, 2018 წ. — 300,000 USD
ავთანდილ ცქვიტინიძის სახელზე რეგისტრირებულია:
- არასაცხოვრებელი ფართი — 117 კვ.მ (შენობა 546.77 კვ.მ) — ლესელიძის ქ. N29, თბილისი — ნასყიდობა, 2018 წ. — 600,000 USD
- მიწის ნაკვეთი — 989 კვ.მ — აგრარული უნივ-ტის დასახ., თბილისი — ნასყიდობა, 2016 წ. — 67,000 USD
- მიწის ნაკვეთი — 700 კვ.მ — სოფ. წავკისი, თბილისი — ნასყიდობა, 2006 წ. — 7,500 USD
- მიწის ნაკვეთი — 463 კვ.მ — დ. ურეკი, ოზურგეთი — ნასყიდობა, 2004 წ. — 5,000 USD
- მიწის ნაკვეთი — 6,500 კვ.მ (+ სახლი 186.22 კვ.მ) — სოფ. ბახვი, ოზურგეთი — მემკვიდრეობა, 2006 წ. — 0 USD
- მიწის ნაკვეთი — 1,000 კვ.მ — სოფ. ბახვი, ოზურგეთი — მემკვიდრეობა, 2006 წ. — 0 USD
მოძრავი ქონება — ავტომობილები
- ხ. თოთლაძე — Mercedes ML (2013 წ.) — ჩუქება, 2014 წ.
- ხ. თოთლაძე — Mercedes SLC (2018 წ.) — ჩუქება;
- ა. ცქვიტინიძე — Toyota Land Cruiser Prado — ნასყიდობა 20,000 USD
ფასიანი ქაღალდები (ბონდები/ობლიგაციები) - 4.9 მილიონი დოლარი
ხათუნა თოთლაძე ფლობს 4,915,324 დოლარის სხვადასხვა ობლიგაციას, მათ შორის თიბისი ლიზინგის, საქართველოს ბანკის, ალმას, სილქ როუდ გრუპის და სხვა კომპანიების მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს.
საბანკო ანგარიშები
- ხათუნა თოთლაძე — USD ანგარიშები: 1,155,773.47 USD
- ხათუნა თოთლაძე — GEL ანგარიშები: 36,099.24 GEL
- ავთანდილ ცქვიტინიძე — USD ანგარიშები: 107,691.69 USD
- ავთანდილ ცქვიტინიძე — EUR ანგარიშები: 104,308.78 EUR
- ავთანდილ ცქვიტინიძე — GEL ანგარიშები: 59,643.32 GEL
საბანკო ანგარიშების საერთო ჯამი (ოჯახი): 1,263,465.16 USD | 104,383.12 EUR | 95,742.56 GEL
ნაღდი ფული
- ხათუნა თოთლაძე — 80,000 USD — წყარო: მშობლის ჩუქება
გარდა ამისა, 2024 წლის განმავლობაში ხათუნა თოთლაძემ დედისგან 150,000 USD-ის საჩუქარი მიიღო, რაც დეკლარაციის საჩუქრების განყოფილებაშია ასახული.
სამეწარმეო საქმიანობა — ავთანდილ ცქვიტინიძე
ხათუნა თოთლაძე სამეწარმეო საქმიანობაში პირდაპირ არ მონაწილეობს. მისი მეუღლე ფლობს ან/და ხელმძღვანელობს სამ კომპანიას:
- შპს ავთანდილ ცქვიტინიძე — 100% წილი + დირექტორი; დ.აღმ. გამზ. N175, თბილისი; რეგ. 2001 წ.
- შპს ჯ-მანია — 34% წილი; დ.აღმ. გამზ. N29/5, თბილისი; რეგ. 2007 წ. (პარტნ.: ნინო და ეკატერინე იოსელიანი)
- შპს ავთანდილი — 100% წილი + დირექტორი; აგრ. უნივ-ტის დასახ., თბილისი; რეგ. 2016 წ.
მნიშვნელოვანი კონტრაქტები და 2024 წლის შემოსავლები
დეკლარაციაში ასახული ხელშეკრულებებიდან მიღებული შემოსავლები 2024 წელს:
- სუბორდინირებული სესხი (მითითებული არაა ვისზე არის გაცემული სესხი) — 6,000,000 USD (2023-2031) — შემოსავალი 2024 წ.: 541,479.42 USD
- სესხი (მითითებულია რომ სესხი ლიბერთი ბანკზე არის გაცემული) — 1,500,000 USD (2019-2030) — შემოსავალი 2024 წ.: 150,000 USD
- SILKNET ბონდი — ნომ. 1,700,000 USD (2022-2027) — შემოსავალი 2024 წ.: 142,375 USD
- TBC ლიზინგი — ნომ. 1,000,000 USD (2018-2023) — შემოსავალი 2024 წ.: 86,925 USD
-
უკან დაბრუნება
ნანახია: 99
მსგავსი სიახლეები
clickss