2026-03-03

17:41

დონალდ ტრამპი - "აშშ-ს შეუძლია, ომები სამუდამოდ აწარმოოს - მისი იარაღის მარაგი პრაქტიკულად შეუზღუდავია"

03-03-2026 14:55

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ამერიკის საბრძოლო მასალის მარაგი შეაქო. ინფორმაციას ABC7-ი ავრცელებს.

"აშშ-ის საშუალო და საშუალოს ზედა კლასის საბრძოლო მასალის მარაგი არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი ან უკეთესი - როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს", - დაწერა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "ადვილად მოიგებს" ამ ომს და, რომ ქვეყანა მზად არის ოპერაციის "ნებისმიერ ფასად" გასაგრძელებლად. ტრამპმა დაწერა, რომ "ომების წარმოება შესაძლებელია სამუდამოდ და ძალიან წარმატებით მხოლოდ ამ რეზერვების გამოყენებით".

თუმცა, ტრამპმა აღიარა, რომ მაღალი ხარისხის საბრძოლო მასალის ზოგიერთი სახეობის მარაგი "სასურველ დონეს არ შეესაბამება" და ამის მიზეზად უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაასახელა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალით არის სავსე და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის!!!“ - დაწერა ტრამპმა პოსტის ბოლოს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები