2026-03-02

19:30

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა

02-03-2026 16:19

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, საქონლის დაკვლას და დამუშავებას ახდენდა. სააგენტოს ინსპექტორებმა დიდი რაოდენობით (11 მსხვილფეხა პირუტყვის) სარეალიზაციოდ განკუთვნილი  ხორცი ამოიღეს. ფიზიკური პირი დაჯარიმდა, მავნედ მიჩნეული სურსათი კი, კანონმდებლობის შესაბამისად,  განადგურდება.

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს. სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები