2026-03-02

17:25

იტალიელი მოფარიკავეების წარმატება თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში იუნიორებსა და კადეტებს შორის

02-03-2026 14:12

იუნიორებსა და კადეტებს შორის ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი იტალიელი სპორტსმენების დიდი წარმატებით დასრულდა. საქართველოს დედაქალაქი რვა დღის განმავლობაში მასპინძლობდა 42 ქვეყნიდან ჩამოსულ 1100-ზე მეტ მოფარიკავეს, მათ შორის, იტალიელი სპორტსმენების მრავალრიცხოვან გუნდს, რომელიც თბილისს იტალიელ სპორტსმენთა დელეგაციის ხელმძღვანელ პაოლო მენისთან ერთად ეწვია. იტალიამ ჩემპიონატი შესანიშნავი შედეგით დაასრულა და მედლების რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა (მეორე ადგილზე საფრანგეთია): 17 წლამდე იტალიელმა მოფარიკავეებმა 10 მედალი (3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო), ხოლო 20 წლამდე მოფარიკავეებმა 5 მედალი (2 ოქრო და 3 ვერცხლი) მოიპოვეს.

 

იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ იტალიელ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა: „ძალიან მიხარია და მეამაყება ამ პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაში ჩვენი მოფარიკავეების წარმატება, რომლებმაც, თავისი ნიჭის წყალობით, იტალიას ჯამურად 15 მედალი მოუტანეს“.

 

ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა იტალიელ სპორტსმენებს და იტალიურ დელეგაციას ამ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები