2026-03-02

16:23

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 16 რეისი გაუქმდა

02-03-2026 12:54

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან რეისები გაუქმდა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, „ტავ ჯორჯიის“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 13 რეისი – თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა სამი ფრენა, სამივე თელ ავივის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე შეზღუდვები არ არის.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები