საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ირანის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სულიერი ლიდერის გარდაცვალების შემთხვევაში, წინასწარ არის განსაზღვრული კონკრეტული მექანიზმები. ამ მექანიზმების ამოქმედება ნიშნავს კომპეტენციების მოწესრიგებულ გადაცემას და ძალაუფლების ვაკუუმის თავიდან აცილებას. ამდენად, მმართველობის სტრუქტურა არც ჩამოიშლება და არც თავის ლეგიტიმურობას დაკარგავს, არამედ, სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით, აღდგება და განმტკიცდება.
საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ უზენაესი სულიერი ლიდერი საგარეო მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სახელმწიფოს ვალდებულებებისა და უფლებების უწყვეტობის პრინციპი ძალაში რჩება. ხელშეკრულებები, საერთაშორისო პასუხისმგებლობები, დიპლომატიური მისიები და ქვეყნის სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო სისტემაში არ შეწყდება.
მაშასადამე, სამართლებრივი გზავნილი ნათელია: მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმამ შესაძლოა შექმნას პიროვნული ვაკუუმი, მაგრამ სანამ სამართლებრივი მექანიზმები მოქმედებს, სახელმწიფო არსებობას განაგრძობს, სუვერენიტეტი მტკიცეა და სამართლებრივი წესრიგი არ ირღვევა.
შესაბამისად, გუშინდელი განცხადების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში და ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ბათუმში ემზადება და გეგმავს, ხელი შეუწყოს იმ ირანელი ტურისტებისა და ამჟამად საქართველოში მცხოვრებ ირანელთა სამშობლოში დაბრუნებას, რომელთაც ამის სურვილი აქვთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ირანში ოფიციალურად დასვენება გამოცხადდა, საქართველოში არსებული საელჩო და საკონსულო განყოფილებები მომდევნო დღეებში სამუშაო საათებშიც გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და მომსახურების გაწევას.
სეიედ ალი მოჯანი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში
ნანახია: 97
მსგავსი სიახლეები
clickss