2026-02-12

21:06

რატომ უნდა იყოს Lumex ყველა მოსწავლის მობილურში?

12-02-2026 15:06

დღეს, როდესაც ბავშვების უსაფრთხოება მშობლებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა, აუცილებელია მხოლოდ დაკვირვებით არ შემოიფარგლოთ. Lumex სწორედ ასეთი პლატფორმაა - ის ჩვეულებრივ სმარტფონს აქცევს ფიზიკური დაცვის გარანტად, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში შვილის გვერდით პროფესიონალური დახმარება გეგულებოდეთ.

გაეცანით სამ ფუნდამენტურ მიზეზს, რაც Lumex-ს სხვა პლატფორმებისგან გამოარჩევს:

1. SOS ღილაკი და სწრაფი კავშირი პროფესიონალურ დაცვის სამსახურთან

საფრთხის შემთხვევაში ბავშვი საკუთარ სმარტფონში ღილაკზე ერთი შეხებით ააქტიურებს საგანგებო სიგნალს. განგაშის სიგნალი იგზავნება მშობლის ტელეფონზე და დაცვის სამსახურში. ბავშვს არ სჭირდება დარეკვა ან ახსნა, სად არის. სისტემა მის ლოკაციას ხედავს და აზიარებს. პროფესიონალი დაცვის და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟი, მშობლის დასტურის შემდეგ, გადის შემთხვევის ადგილზე ბავშვის დასახმარებლად.

2. Safe ზონა და მეორე მშობლის დამატება

თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ სპეციალური „safe ზონა“ (მაგალითად: სკოლა, სპორტული დარბაზი ან წრე) და მიიღოთ ავტომატური შეტყობინება, როგორც კი ბავშვი ამ ტერიტორიაზე შევა ან მას დატოვებს. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ, აპლიკაციაში მეორე მშობელიც მოიწვიოთ: ბავშვის უსაფრთხოებაზე უკვე ორივე მშობელი ერთობლივად ზრუნავს და ბავშვის მდებარეობაზე წვდომა ოჯახის ორივე წევრს აქვს.

3. მუდმივი წვდომა რეალურ ლოკაციაზე და უწყვეტი კავშირი შვილთან

Lumex-ის მეშვეობით, თქვენ მუდმივ რეჟიმში ხედავთ შვილის ზუსტ ადგილმდებარეობასა და გადაადგილების ისტორიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აპლიკაციაში ინტეგრირებულ რუკაზე რეალურ დროში ჩანს ზუსტი ლოკაცია, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს გადაამოწმოთ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად. ეს კინმუდმივ სიმშვიდეს და შვილთან გამარტივებულ კომუნიკაციას ნიშნავს. 

როგორ დავრეგისტრირდეთ?

Lumex-ში რეგისტრაციისთვის შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, მიიღეთ SMS კოდი და დაადასტურეთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ, დაამატეთ ბავშვის ტელეფონის ნომერი. ბავშვი ბმულის სახით მიიღებს აპლიკაციის გადმოსაწერ ლინკს, შეიყვანს ტელეფონის ნომერს და აპლიკაცია მზად არის გამოსაყენებლად.

აპლიკაციის მომსახურება ფასიანია და შეადგენს თვეში 20 ლარს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები