2026-02-02

15:18

პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

02-02-2026 11:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს - 1986 წელს დაბადებულ კ.ნ.-ს.

დაჭრილი კ.ნ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები