აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დაიწყეს აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდონ ინფორმაცია, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნანახია: 23
მსგავსი სიახლეები
clickss