სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებთან ერთად, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,კარწახის" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1962 წელს დაბადებული თ.ქ. და 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 1962 წელს დაბადებულმა თ.ქ.-მ საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ ტრაილერში არსებული სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ჯ.ბ.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.
ნანახია: 16
მსგავსი სიახლეები
clickss