2026-01-26

17:24

სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

26-01-2026 14:17

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.

მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები