გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს
23-01-2026 10:09
სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს - მას 7-თვიანი სასჯელი ამოეწურა. პოლიტიკოსის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ნანახია: 25
მსგავსი სიახლეები
clickss