2025-12-23

17:16

შალვა პაპუაშვილი - ზურა ჯაფარიძე რადიკალებს შორის ყველაზე არასერიოზული ფიგურაა, ქართული ოპოზიციის „დრამა ქვინის“ სტატუსს ადასტურებს

23-12-2025 13:34

ზურა ჯაფარიძე რადიკალებს შორის ყველაზე არასერიოზული ფიგურაა, თუ არადა, აგერ, გამოჩნდება, გირაოს გადაიხდის თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯაფარიძემ ციხეში შესვლის დროს, სცენების დადგმით „დრამა ქვინობა“ მოაწყო, გამოსვლაზეც ისევ „დრამა ქვინობა“ ვნახეთ.

„ამ ადამიანს ასეთი სუსტი ნერვები თუ აქვს და ასეთი ფაქიზი არსება იყო, არ გვეგონა, თუმცა ეს მისი ქცევიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. გირაოს თაობაზე ისეთი პროპაგანდა და პიარი მოაწყვეს, ვატყობთ, რომ გირაოს გადახდას აპირებს. გირაო რომ არ გადაიხადა, ამიტომ მოხდა მისი დაკავება. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საქმე არასერიოზულ ადამიანთან გვაქვს. რადიკალური ოპოზიცია რომ არასერიოზული ხალხითაა დაკომპლექტებული, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ თუ ოპოზიცია ამ დონის კლოუნმა უნდა გააერთიანოს, ეს კიდევ მათი პრობლემაა. „დრამა ქვინის“ გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას რაზე უნდა ელაპარაკო. რამდენი უნდა იტიროს, ბოლოს და ბოლოს? ეს საქმე რამდენიმე კვირის წინ იყო, ბრალდებები აქვს წაყენებული და ახალია მისთვის და იმ პირების მიმართ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან. იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელს იხდიდნენ, პროკურატურას სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიებაზე არ მიუმართავს. როგორც კი, მან სასჯელი მოიხადა, პროკურატურამ იმსჯელა, იმ საქმეზე აღკვეთის ღონისძიება რა უნდა იყოს. ქართული ოპოზიციის „დრამა ქვინის“ სტატუსის მქონე ადამიანი მხოლოდ ამ სტატუსს ადასტურებს. „დრამა ქვინის“ მთავარი ნიშაა, რომ მას ვერ გააჩუმებ და წუწუნი შეუძლია, ყველაფერზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოსამართლემ 30 000-ლარიანი გირაო საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები