2026-01-30

20:01

იაპონიაში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

12-12-2025 09:31

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო.

იაპონიის ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, აომორის პრეფექტურის ქალაქ ჰაჩინოჰემთან ახლოს 20 სანტიმეტრის სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა.

ოფიციალურმა პირები მოსახლეობას სიფხიზლისა და მაღალმთიან ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1140

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები