„ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება
28 ნოემბერს, 14:00 საათზე ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლადო ასათაინის ქ. #27) პროექტი „ეკომეგობრული აჭარა - 2026“ მასშტაბური ეკოფესტივალით დაიხურება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
17:00 საათზე ეკოფესტივალი გიორგი ცხადაძისა და მისი ბენდის 4+2 კონცერტით დასრულდება. დასწრება თავისუფალია.
„ეკომეგობრული აჭარა 2026“ წარმოადგენს საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის პოპულარიზაცია და მომავალი თაობის აქტიური ჩართულობით გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში „ვეისთლესის“ გუნდმა 10 დღის განმავლობაში ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის: ბათუმის, ხულოს, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 36 საჯარო სკოლა მოიცვა. მოსწავლეებთან გამართულ ინტერაქტიულ შეხვედრებზე განხილული იყო ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ელექტრონარჩენების სწორი მართვის საკითხები. შეხვედრების მიზანი იყო, ახალგაზრდებს უკეთ გაეაზრებინათ ელექტრონარჩენების გარემოზე ზემოქმედება და მათი ცალკე შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობა. შესაბამისად, ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან ჩატარდა შემეცნებითი და ინტერაქტიული შეხვედრები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. შერჩეული საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთნენ და ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებისა და სკოლების აქტიური ჩართულობით ჯამში 64 ტონაზე მეტი ელექტრონარჩენი შეგროვდა.
პირველ ადგილზე გასული სკოლას საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“ 7000 ლარით დააჯილდოვებს, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ სკოლებს შესაბამისად, 3000-5000 ლარი გადაეცემათ. გარდა ფულადი პრიზებისა, პროექტში ჩართულ სკოლებსა და მოსწავლეებს ასოციაციისგან, პროექტის მხარდამჭერებისა და სპონსორებისგან უამრავი საჩუქარი და სიურპრიზი ელით.
ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში განხორციელდა სოციალური მედიის აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გარემოსდაცვითი თემატიკის კრეატიული ვიდეოების შექმნითაც ჩაერთნენ. კამპანიის ფარგლებში 40-მდე კრეატიული ვიდეო შეიქმნა, რომელიც ტიკტოკის ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა. მონაწილეთა აქტიურობა და ინტერესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები მზად არიან, გარემოსდაცვითი ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.
„ეკომეგობრული აჭარა 2026“ წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მთავარი ღირებულება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრაქტიკაში დანერგვა და ახალგაზრდების ჩართულობით მდგრადი გარემოს შექმნაა. კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელექტრონარჩენების ცალკე შეგროვებისა და სპეციალიზებული გადამუშავებისთვის ჩაბარების აუცილებლობას, რადგან მათი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა გარემოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“, რომელიც 17 375 ბიზნესკომპანიას აერთიანებს, ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ასოციაცია მსგავსი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივების საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელებას გეგმავს.
ნანახია: 25
მსგავსი სიახლეები
clickss