NGS - ის ფარგლებში პერსონალური ბრენდინგისა და პროფესიული წარმატების შესახებ ტრენინგი გაიმართება
31 ოქტომბერს, 11:00–18:00 საათზე Pullman Tbilisi Axis Towers-ში (მის: თბილისში, ჭავჭავაძის #37) Next Gen Specialists(NGS )-ის ფარგლებში ტრენინგი გაიმართება თემაზე: „პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული წარმატება“.
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიონალების პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, საკუთარი შესაძლებლობებისა და პროფესიული უპირატესობების უკეთ წარმოჩენას, პერსონალური ბრენდის ჩამოყალიბებასა და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პერსონალური ბრენდის შექმნისა და განვითარების ძირითად პრინციპებს, პროფესიული იდენტობის მნიშვნელობასა და პოზიციონირების თანამედროვე მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტურ კომუნიკაციას, პროფესიულ ხილვადობასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად წარმოჩენას.
პროგრამას გაუძღვებიან საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახა მაღრაძე, რომელიც ისაუბრებს პერსონალური ბრენდის შექმნასა და პროფესიულ კომუნიკაციაზე, პროფესიული იდენტობისა და პოზიციონირების მნიშვნელობაზე, ასევე ეფექტიანი საქმიანობისთვის საჭირო უნარებზე. და CIPD კვალიფიკაციის მქონე HR პროფესიონალი, საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” ადამიანური რესურსების მენეჯერი, სერტიფიცირებული მენტორი, რუსუდან კინწურაშვილი, რომელიცმონაწილეებს გაუზიარებს გამოცდილებას კარიერული განვითარების, პროფესიული ხილვადობისა და პიროვნული თვითგანვითარების მიმართულებით.
ტრენინგი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ინტერაქტიულ დავალებაბს. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ძლიერი მხარეების გამოვლენის, კარიერული პოზიციონირებისა და პროფესიული თვითპრეზენტაციის საკითხებიც. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე პროფესიულ მიდგომებს და უკეთ განსაზღვრონ საკუთარი კარიერული განვითარების პერსპექტივები.
დასასრულს გაიმართება დისკუსია.
Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge
(R)
ნანახია: 24
მსგავსი სიახლეები
clickss