2026-10-14

03:25

გურჯაანის ღვინის ფესტივალმა წელს საიუბილეო წელი აღნიშნა - ათწლიანი ისტორია და თანამედროვე მემკვიდრეობა ერთ სივრცეში

13-10-2026 17:32

გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქმა უცვლელ ადგილას, ახტალის პარკში 10 ოქტომბერს უმასპინძლა. კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულმა მოვლენამ წელს საიუბილეო თარიღი აღნიშნა. 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესა და ქართული ღვინის გულშემატკივართან ერთად იზეიმა. საიუბილეო დღესასწაულს განსაკუთრებულ ემოციები, ენერგია და დაუვიწყარ განწყობა ქართულ მრავალხმიანობასა ქართული სტუმართმოყვარეობასთან ერთად Gipsy Legends-ის დაუვიწყარმა ჰიტებმაც შემმატეს.

ფესტივალმა 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის, საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე 500 -მდე მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელი იყო, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშენებდა. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰონდათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაეტარებინათ დრო. ამასთან, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე იყო სტუმრების სურვილებზე მორგებული. წარმოდგენილი იყო სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყო ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მათთვის ასევე წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში.

საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა და გზავნილი იყო „თანამედროვე მემკვიდრეობა“ – იდეა, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად გურჯაანში იქმნება.

„ფესტივალმა წელს ძალიან ბევრი ადამიანი გააერთიანა. მეღვინეების გარდა, ეს იყო შესაძლებლობა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, რესტორნებისთვის, კვების ობიექტებისთვის, ხელოვანებისა და სხვა მცირე ბიზნესებისთვის. წლევანდელმა „თანამედროვე მემკვიდრეობის“ კონცეფციამ კიდევ უფრო კარგად გვაჩვენა, რომ კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ღვინო არ არის. ეს არის ჩვენი სამზარეულო, რეწვა, მუსიკა, ხელოვნება, ტრადიციები და, რაც მთავარია, ადამიანები. ფესტივალმა ეს ყველაფერს ერთ სივრცეში გააერთიანადა თითოეულ მონაწილეს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. გარდა ამისა, ღვინის ტურიზმი კახეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი ამ პროცესში ერთგვარი დიდი მოწვევაა - ჩამოხვიდე კახეთში, გაიცნო ქართული ღვინო და ადამიანები, რომლებიც მას ქმნიან,“ - აღნიშნავს ფესტივალის ბრენდამბასადორი შოთა ნატროშვილი.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები