2026-09-30

17:42

მედია - თელ-ავივისკენ მიმავალი flydubai-ს რეისი, რომელმაც საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაგზავნა, საუდის არაბეთის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა - თვითმფრინავის გატაცების ვერსია გამოირიცხა

30-09-2026 11:46

Flydubai-ს რეისი, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიემგზავრებოდა და რომელმაც საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაგზავნა, ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, ინციდენტი, რამაც თვითმფრინავის ეკიპაჟს „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო სიტუაციის სიგნალების გაგზავნისკენ უბიძგა, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფ პილოტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დუბაიდან თელ-ავივში მიმავალმა თვითმფრინავმა საუდის არაბეთის თავზე შემობრუნებისას საგანგებო სიტუაციის შესახებ სიგნალი გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა თავდაპირველად კოდი „7700“ გააგზავნა, რაც საერთაშორისო საგანგებო სიგნალია. შემდეგ კი - „7500“ - რაც თვითმფრინავის გატაცებას ან უკანონო ჩარევას ნიშნავს.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლები თვითმფრინავისკენ გაფრინდნენ. ებრაული მედიის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა საგანგებო კონსულტაციები გამართეს.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები