2026-09-16

16:02

კახა კალაძე - „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება

16-09-2026 12:38

სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი“ საბურთალოს ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ორგანიზება, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ასევე ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება.

„სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი” საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობაა, შეფერხებით გადაადგილდება, როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან, „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის საერთოდ არ არსებობდა და უდიდეს უკმაყოფილებას იწვევდა იმ ადამიანებში, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდნენ. თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება. ცვლილებების მიზანია, სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება და ორგანიზება, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ასევე ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის გაუმჯობესება. ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების გადაადგილებას კვლავ დააკვირდებიან და თუ კიდევ რაიმე სახის ჩარევა იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. უახლოეს დღეებში ახალი სქემა ამოქმედდება“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები